გიგა ბოკერია - რურუას საკითხი ივანიშვილმა მოიტოვა სიმბოლოდ, გააკეთა დემონსტრაცია, რომ ბოლომდე ვერ გატეხეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, გიორგი რურუას საკითხი არის იმის სიმბოლო, რაც ბიძინა ივანიშვილის მშვიდობიან არჩევნებში დამარცხების შემდეგ საქართველოში აღარ უნდა ხდებოდეს.

გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს პარტნიორებისა და საზოგადოების გზავნილია, რომ გიორგი რურუას საქმის მსგავსი, პოლიტიკური დაკვეთით, შერჩევითი სამართალით არსებული საქმეები საქართველოში არ არსებობდეს.

„შეთანხმების ნაწილი იყო კონკრეტული ჩამონათვალი კონკრეტული პირების, რომელთა მიმართაც პოლიტიკურად დაკვეთილი დევნა უნდა შეწყდეს. ზოგი დაკავებული იყო, ზოგი - არა. ვინც დაკავებული იყო, ყველა გაათავისუფლეს, რაც კარგია. მაგრამ ეს საკითხი ივანიშვილმა მოიტოვა სიმბოლოდ, გააკეთეს დემონსტრაცია, რომ ბოლომდე ვერ გატეხეს, ამით აზიანებს ქვეყანას და ატმოსფეროს ქვეყანაში. რურუას საკითხი არსად არ წავა, პერსონაში კი არ არის საქმე, პრინციპშია საქმე და ყველა განცხადებაში საქართველოს პარტნიორების და ქართული საზოგადოების რეაქციაც ასეთია, ერთი და იგივე გზავნილია, რომ პოლიტიკური დაკვეთით, ჩარევით, შერჩევითი სამართალით არსებული საქმეები არ უნდა არსებობდეს და ასეთი საქმეა რურუას საქმე. არავის არ გაჰკვირვებია ეს განაჩენი, მაგრამ საბოლოო შედეგისთვის მის ინტერესშია და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქვეყნის ინტერესშია, რომ ეს საკითხი იქნას მოხსნილი. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოიხსნება ეს ამბავი, რურუას საქმე არის სიმბოლო იმისი, რაც აღარ უნდა ხდებოდეს საქართველოში, ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიან არჩევნებში დამარცხების შემდეგ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა