პრემიერი - ის, რომ ადამიანი ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის - შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა

შეწყალება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა, წარმოდგენა არ მაქვს, მას პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გიორგი რურუას დაკავების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ის რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს, ან ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის.

„ჩემეული შეფასება არის შემდეგი. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის გამჭვირვალე. თან ისეთი, რომ ბოლო წლების განმავლობაში აშკარად პროგრესს განიცდის. საქართველოს სასამართლომ და მართლმსაჯულების სისტემამ გამოიტანა განაჩენი ადამიანთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე. რა თქმა უნდა, მე აქ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ეს პასუხისმგებლობა უნდა მოიხადოს, უნდა იჯდეს, ან შემდგომ უნდა გამოვიდეს, სხვადასხვა იურიდიული ფორმები არსებობს.

შეწყალება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა, წარმოდგენა არ მაქვს მას პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა. თუმცა, ჩემთვის, მართლმსაჯულების სისტემა ყველასთვის სამართლიანი უნდა იყოს და სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა, მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილია“,-აცხადებს პრემიერი.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა