ჩინელი დიპლომატი - აშშ-ს ჩინეთთან ახალი ცივი ომი სურს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების წინ „განტევების ვაცს“ ეძებს

ლონდონში ჩინეთის ელჩი ლიუ სიაომინი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთთან ცივი ომის გამოწვევას ცდილობს, ვინაიდან ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ „განტევების ვაცს“ ეძებს.

„წყნარი ოკეანის მეორე მხარეს ჩინეთთან ცივი ომი სურს, ამას პასუხი უნდა გავცეთ. არანაირი ცივი ომით და საერთოდ ომით არ ვართ დაინტერესებული.

ყველამ კარგად დავინახეთ, რა ხდება შეერთებულ შტატებში, ისინი ცდილობდნენ ჩინეთის „განტევების ვაცად“ გადაქცევას, მათ სურთ, თავიანთ პრობლემებში ჩინეთი დაადანაშაულონ. მათ სურთ, რამე მოიმოქმედონ, მათ შორის, მოექცენ ჩინეთს ისე, როგორც მტერს, მაგრამ გვსურს ამერიკას ვუთხრათ, ჩინეთი თქვენი მტერი არაა, ჩინეთი თქვენი მეგობარი და პარტნიორია,“- განაცხადა ლიუ სიაომინმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს