მაია ცქიტიშვილი - აშშ-საქართველოს ურთიერთობა არის ძალიან მაღალ დონეზე და არაფერი მას არ ემუქრება

შეერთებული შტატების ხელისუფლების ნებისმიერი შტოს წარმომადგენელს განვიხილავთ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორსა და ჩვენს მეგობარს, მაგრამ ზოგიერთ გზავნილში, სამწუხროდ, ჩვენი შიდა პოლიტიკური დისკუსია და ოპოზიციური სპექტრის დესტრუქციული ქმედებები იკითხება, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ამერიკელ კონგრესმენთა ბოლო წერილის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას.

„ოპოზიცია, სამწუხაროდ არასწორ ინფორმაციას აწვდის კონგრესმენებს და მათაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებს, რადგან ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა არის ხოლმე ასეთ წერილებში. სახელმწიფო მდივან პომპეოსთან კომუნიკაციის შედეგად ვნახეთ რა მაღალ დონეზე შეფასდა ჩვენი დემოკრატიული წარმატებები, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და საერთოდ, ორი ქვეყნის პარტნიორობა, ისევე როგორც ეს ჩანს ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებებში. გარწმუნებთ ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან მაღალ დონეზე და არაფერი ამ ურთიერთობებს არ ემუქრება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლების დაზიანებას და ამ დროს ლახავს ქვეყნის რეპუტაციას, რაც საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარება იმაში, რომ მომავალ არჩევნებში სწორი გადაწყვეტილება მიიღონ და ყველა დესტრუქციულ ძალას შესაბამისი პოლიტიკური პასუხი გასცენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო