ბორის ჯონსონი - თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ პანდემია დასრულდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში კოვიდ -19-ის ეპიდემია გარკვეული ზომების საშუალებით უკვე კონტროლირებადი გახდა, მაგრამ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შემთხვევების ზრდა ნათელს ხდის, რომ მსოფლიოში პანდემია ჯერ არ დასრულებულა.

„კონტროლის გარკვეული ზომების საშუალებით ჩვენს ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების კუთხით წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების მატებას ვხედავთ. ასევე შეგიძლიათ, ნახოთ, რა ხდება შეერთებულ შტატებში და ამიტომ, თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ პანდემია დასრულდა, ვინაიდან, ის ჯერ არ დასრულებულა“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ცნობისათვის, Worldometers-ის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 301 455 შემთხვევაა დადასტურებული, 45 961 ადამიანი კი დაღუპულია. რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, მსოფლიოში, პანდემიის გავრცელების დღიდან კოვიდ-19-ით 17 221 780 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გამოჯანმრთელდა 10 734 145 და დაიღუპა 671 012 ადამიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს