დავით ბაქრაძე - არის რაღაცები, რაც 2012 წელს "ქართულ ოცნებას" უნდა დაესრულებინა, მაგრამ გააგრძელეს და უფრო მაღალ დონეზე აიყვანეს

არის რაღაცები, 2012 წელს "ქართულ ოცნებას" უნდა დაესრულებინა, მაგრამ გააგრძელეს და უფრო მაღალ დონეზე აიყვანეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, მათ გამოცდილებამ აჩვენა, რა შედეგები მოუტანა შეცდომებმა, რომელიც დაუშვეს და რამაც გადაფარა ყველაფერი კარგი, რაც წლების განმავლობაში იყო გაკეთებული.

„სახელისუფლებო რესურსი არ გვაქვს და უფრო მეტს გეტყვით, ჩვენი ამოცანა იქნება, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, ერთხელ და სამუდამოდ მოვსპოთ ამ სახელისუფლებო რესურსის თემა, რომ პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მართლა ნორმალურად, ხალხის მხარდაჭერით და არა იმით ვის, ვისი დაშინება და შეშინება შეუძლია. არის რაღაცები, რაც ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ, არის რაღაცები რაც ამ ქვეყანაში 2012 წელს უნდა დაესრულებინა „ქართულ ოცნებას“ და დასრულების მაგივრად გააგრძელეს და უფრო მაღალ დონეზე აიყვანეს. ამიტომ არანაირი რესურსი არათუ ახლა, მომავალშიც არ ვაპირებთ გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ცდუნება არის, მაგრამ ამ ცდუნების წინააღმდეგობის საფუძველი არის გამოცდილება. ჩვენ ვნახეთ, სადამდე მიგვიყვანა ამ სისტემამ, ვნახეთ რა შედეგი მოიტანა იმ მძიმე შეცდომებმა, რაც მაშინ დავუშვით იმიტომ, რომ ამ შეცდომებმა გადაფარა ყველაფერი კარგი, რაც იმ წლებში იყო გაკეთებული“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო