ადვოკატის განცხადებით, ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ირაკლი ღლონტი დუმილის უფლებას იყენებს

ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე დაკავებული ირაკლი ღლონტი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი კახა წერეთელი აცხადებს, ამ ეტაპზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს დუმილის უფლებას.

„გადმოგვეცა საქმის მასალები, რომელსაც ვეცნობით. საკმაოდ მოცულობითია და დრო სჭირდება მის გაცნობას. ხვალ იქნება ალბათ უკვე აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლო სხდომა,“- აცხადებს ადვოკატი.

საქართველოს პროკურატურამ ლევან სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე, ირაკლი ღლონტს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს, ქ.თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირაკლი ღლონტმა განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლერი სულაბერიძის მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს