ბადრი ჯაფარიძე - ქართველი ხალხი პოლიტიკურ ურჩხულს დაამარცხებს

პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" აბაშაში 31-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აბაშაში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და სიტყვით გამოვიდა „ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი და თბილისის საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე.

„30 წლის წინ, როდესაც მოვედი პოლიტიკაში, კომუნისტური წყობის სახით, ძალიან დიდი ურჩხული გვყავდა დასამარცხებელი. მაშინ ჩვენ ურჩხული დავამარცხეთ, გავიმარჯვეთ და მოვიპოვეთ თავისუფლება, თუმცა დღემდე ვერ შევძელით გათავისუფლება დრომოჭმული აზროვნებისაგან, რომელსაც თავს გვახვევენ მატყუარა პოლიტიკოსები. დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ ვიყოთ დამარცხებული ქვეყანა, ისე, თითქოს არ შეგვიძლია, განვვითარდეთ და წინ წავიდეთ. ამიტომ დღევანდელი მმართველი გუნდი, როგორც პოლიტიკური ურჩხული, ისევ გვყავს დასამარცხებელი.

ღიად გეტყვით, რომ საზოგადოებას მისი პარტიული და პოლიტიკური გემოვნებით არ ვყოფ და არ ვარჩევ, ჩვენ დღეს ყველას ერთი პრობლემა გვაქვს, სწორედ ამიტომ დავდივარ ქალაქიდან ქალაქში, უბნიდან უბანში და სოფლიდან სოფელში. პირადად ვესაუბრები ადამიანებს, ვისმენ მათ დაგროვილ პრობლემებს, ხედვებს და სურვილებს, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი. საქართველოს მოქალაქეების გამარჯვება იქნება უარის თქმა "ქართული ოცნების" ცრუ დაპირებებზე და ტყუილზე აგებულ პოლიტიკაზე. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იქნება დიდი ცვლილებები და „ლელო საქართველოსთვის" ქვეყნის დინამიური ცვლილებების ავანგარდში იქნება“ ,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

როგორც „ლელო საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ის არ მოდის პოლიტიკაში „ფუჭი დაპირებებისთვის“, არამედ მოდის იმისთვის, რომ „დაიხარჯოს ამ ქვეყნისთვის".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა