კელი დეგნანი - იმედი მაქვს, რომ მოსამართლემ, რომელმაც რურუას საკითხთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, მიიღო დამოუკიდებლად

მე იმედი მაქვს, რომ მოსამართლემ რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რურუას საკითხთან დაკავშირებით, მიიღო დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე , - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე გარკვეული კითხვები არსებობდა, მათ შორის, კითხვები იყო დაკავების დროსა და კონტექსტთან დაკავშირებით.

"იყო გარკვეული კითხვები სახალხო დამცველის მხრიდან, ასევე ჩვენ წამოვჭერით გარკვეული კითხვები მისი დაკავებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების დროსა და კონტექსტთან დაკავშირებით. გეტყვით იმას, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დემოკრატიისა და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და იყოს დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საკითხი გადაწყდება დამოუკიდებლად და სამართლიანად", - განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი რურუას 4 წლით პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა