პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარემ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ექსპერტებს და პოლიტოლოგებს შეხვდა.

პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" ლიდერმა თორნიკე ჯანაშვილმა სტუმრებს გააცნო "რეფორმერის" ხედვები ქართული პოლიტიკის ახალ სტანდარტზე და ჰოლაკრატიაზე , როგორც მმართველობის თანამედროვე მოდელსა და მის უპირატესობებზე.

ღონისძიების სადისკუსიო პლატფორმა მოიცავდა მოსაზრებების გაცვლას და მსჯელობას. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ექსპერტები ვახტანგ ძაბირაძე, მამუკა არეშიძე, ვასილ პაპავა, სოსო ცისკარიშვილი, ლევან ლორთქიფანიძე, სოსო არჩვაძე, მერაბ ჯანიაშვილი და სხვები.

"ჩვენთვის, როგორც ახალი პარტიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები. პოლიტოლოგების და ექსპერტების მოსაზრებები ყოველთვის გასათვალისწინებელია.

დღევანდელი დისკუსიის თემაა პოლიტიკის ახალი სტანდარტი, რომლის დამკვიდრებასაც გეგმავს ქართულ პოლიტიკაში პარტია "რეფორმერი". ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკაში ძირეული ცვლილებების დროა, ამიტომ ვთავაზობთ საზოგადოებას მსჯელობის დაწყებას მმართველობის ისეთ მოდელზე, როგორიცაა ჰოლაკრატია. ეს არის დეცენტრალიზებული მმართველობის ფორმა, რომლის პირობებშიც გადაწყვეტილებები მიიღება არა ერთი ადამიანის, არამედ გუნდების მიერ, რომლებიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური და კომპეტენტური ადამიანებით და გამორიცხავს ძალაუფლების კონსოლიდაციას მხოლოდ ერთი ადამიანის, ან ადამიანთა ვიწრო ჯგუფის მიერ. ჰოლაკრატია მოიაზრებს კოალიციურ მთავრობას, სადაც წევრების შერჩევა ხდება არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ სპეციალიზაციისა და კვალიფიკაციის მიხედვით", - განაცხადა "რეფორმერის" ლიდერმა თორნიკე ჯანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა