ჩინეთში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 123 შიდა გადაცემის შედეგია, საიდანაც 113 ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სინძიანის რეგიონში, დანარჩენი კი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ლიაონინის პროვინციაში დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე დღეა, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიური რაოდენობა 100-ს აჭარბებს.
ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყების დროიდან ჩინეთში კორონავირუსის 84 292 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 78 974 და დაღუპულია 4 634 ადამიანი.