ჟაირ ბოლსონარუ - კორონავირუსმა სისუსტე დამიტოვა, ფილტვებში „ობის სოკო“  მაქვს

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ კორონავირუსის ინფექციამ მას სისუსტე დაუტოვა, რის გამოც ანტიბიოტიკებს იღებს.

„ახლახანს სისხლის ანალიზი ჩავიტარე. გუშინ გარკვეულ სისუსტეს ვგრძნობდი. მათ ცოტა ინფექციაც აღმოაჩინეს. ახლა ანტიბიოტიკებზე ვარ. 20 დღის განმავლობაში დახურულ სივრცეში ყოფნით სხვა პრობლემებიც გამიჩნდა. ფილტვებში ობის სოკო მაქვს," - აღნიშნა ბოლსონარუმ ვიდეომიმართვაში.

გუშინ ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კორონავირუსი ქვეყნის პირველ ლედის, მიშელ ბოლსონარუსაც გამოუვლინდა.

ცნობისათვის, ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი 7 ივლისს დაუდასტურდა, გასული კვირის შაბათს კი ვირუსზე ჩატარებულმა განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო