რუსეთის საგარეო უწყება მინსკს ნეგატიური ემოციების ესკალაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ოფიციალური მოსკოვი მინსკს ნეგატიური ემოციების ესკალაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ დაკავებული რუსეთის 33 მოქალაქე სტამბულში ბელარუსის გავლით მიემგზავრებოდა.

„აუცილებელია, არასაჭირო ნეგატიური ემოციების ესკალაციის შეწყვეტა, განსაკუთრებით კი საპრეზიდენტო არჩევნების წინ,“- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო უწყების მტკიცებით, რუსეთის მოქალაქეები ბელარუსის გავლით სტამბულში მიემგზავრებოდნენ, მათ ყველა საჭირო დოკუმენტი თან ჰქონდათ და ამ ინციდენტის რესპუბლიკის შიდა საქმეებში უცხო ძალის ჩარევის წარმოდგენა რუსული მხარის შეშფოთებას იწვევს.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ მოქალაქეების აღნიშნული ჯგუფი მინსკის გავლით სტამბოლში მიემგზავრებოდა და ყველა საჭირო დოკუმენტი თან ჰქონდა. ამ ინციდენტის რესპუბლიკის შიდა საქმეებში უცხო ძალის ჩარევის წარმოდგენა, რბილად რომ ვთქვათ, შეცბუნებას იწვევს,“- აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 29 ივლისს ბელარუსმა სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ დედაქალაქ მინსკში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33 დაქირავებული მებრძოლი დააკავეს. მათი განმარტებით, ფლობდნენ ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი მებრძოლის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით შესვლის შესახებ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს