დონალდ ტრამპის განცხადებით, არჩევნების გადადება არ სურს, თუმცა ბიულეტენების გამო წუხს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გადადება არ სურს, თუმცა შეშფოთებულია იმის გამო, რომ მილიონობით საფოსტო ბიულეტენი პრობლემებს გამოიწვევს.

„არჩევნები და მისი შედეგები მსურს, ბევრად უფრო მეტად, ვიდრე თქვენ, გადადება არ მსურს. მინდა, რომ არჩევნები ჩატარდეს. თუმცა, ის არ მინდა, რომ 3 თვე ლოდინი მოგვიწიოს და შემდეგ აღმოვაჩინოთ, რომ ყველა ბიულეტენი დაკარგულია და არჩევნები არაფერს ნიშნავდა“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში. „როიტერსის“ ცნობით, პრეზიდენტმა ისაუბრა საფოსტო ხმის მიცემის სავარაუდო პრობლემებზე და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ბიულეტენების დათვლას კვირები, თვეები ან მეტი - წლებიც კი დასჭირდეს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი არჩევნების გადადების ინიციატივით გუშინ გამოვიდა. „გადავდოთ არჩევნები, ვიდრე ხალხს უსაფრთხოდ და წესების დაცვით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნებათ?“-დაწერა ტრამპმა „ტვიტერში“.

იხილეთ ვიდეო: ტრამპის თქმით, მას საპრეზიდენტო არჩევნების გადადება არ სურს, თუმცა საფოსტო ბიულეტენების გამო წუხს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა