დავით ბაქრაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის გარდამტეხი მომენტია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის გარდამტეხი მომენტია. როგორც მან ზუგდიდში, მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, ოქტომბრის არჩევნებზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაგრძელდება საქართველოში თითოეული ოჯახის მომავალი ცხოვრება.

„ზუგდიდშიც და მთელ საქართველოშიც მოსახლეობას აწუხებს ძირითადი პრობლემები, როგორიც არის უმუშევრობა, სიღარიბე, გაძვირებული ცხოვრება და გაზრდილი ფასები, უპერსპექტივობის განცდა. უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება ერთადერთი გზით, ეს არის ცვლილებების მოტანა და გამარჯვება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. ამიტომ, საპარლამენტო არჩევნები ეს არის გარდამტეხი მომენტი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ან ქვეყანა შეიცვლება, წავა წინ და მოსახლეობა იცხოვრებს უკეთესად, ან ყველა ის პრობლემა, რაც დაგროვდა ბოლო 8 წლის განმავლობაში გაგრძელდება, გაღრმავდება და მივიღებთ კიდევ უფრო უარეს სურათს. ამიტომ, თითოეულ ადამიანს უნდა ესმოდეს - ოქტომბრის არჩევნები ეს არ არის პოლიტიკოსების არჩევნები, ეს არის ამ ქვეყანაში თითოეული ოჯახის არჩევნები, თუ როგორ გაგრძელდება მათი მომავალი ცხოვრება და გვექნება თუ არა ყველას ერთად მომავლის პერსპექტივა, ეკონომიკური წინსვლა, განვითარებული და დამშვიდებული ევროპული ქვეყანა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო