ტოკიოს მერი იურიკო კოიკე აცხადებს, რომ თუკი დედაქალაქში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდება, შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.
მერმა მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით გაცემული მითითებების შესრულებისკენ მოუწოდა.
ცნობისათვის, ტოკიოში მეორე დღეა „კოვიდ 19“-ით ინციფირების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა ფიქსირდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დედაქალაქში კორონავირუსის 463 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
რაც შეეხება ზოგადად იაპონიას, ქვეყანაში, გასული 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 1 305 შემთხვევა გამოვლინდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია იაპონიისთვის. გარდა ამისა, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.