თბილისის მერია პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“ აგრძელებს

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, გრძელდება პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომლის ფარგლებშიც, ღია სივრცეებსა და განახლებულ პარკებში, კულტურული ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 1 და 2 აგვისტოს, 20:00 საათზე, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის ახლად რეაბილიტირებულ პარკში, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, ორი ღია კონცერტი ჩატარდება. მასში სხვადასხვა თაობისა და მიმართულების შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, 1 აგვისტოს, 19:00 საათზე, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე განახლებულ პარკში, მსმენელის წინაშე სრული შემადგენლობით თბილისის მერიის ბიგ-ბენდი წარსდგება.

მუსიკალური საღამოები, ბენდებისა და ჯაზის შემსრულებლების მონაწილეობით, მომავალ კვირას უკვე „მზიურის“ პარკში, კიკვიძის პარკსა და გოძიაშვილის ბაღში გაიმართება.

პროექტის ფარგლებში, გამართულ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს