წინასწარი შეფასებით, ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7,7%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, იანვარ-ივნისში საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.8%-ს შეადგენს.

„წინასწარი შეფასებით, ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 7.7%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 6 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.8%-ია“, - აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე განცხადებით, ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა, ხოლო ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის საქმიანობაში.

როგორც გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, ივნისში 4 309 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.7%-ით აღემატება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა