მაია ცქიტიშვილი - გიორგი რურუას საქმეში პოლიტიკურ სარჩულს ვერ ვხედავ, ცალკეული პოლიტიკოსის განცხადება არის მათი აზრი

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ის „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუასადმი გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები არის მათი აზრი.

„ამ თემასთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გაკეთდა. წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ მართლმსაჯულების სისტემა გამართულად მუშაობს. შესაბამისად, გვქონდა საშუალება გამჭვირვალედ გვენახა მთელი ამ პროცესის განმავლობაში მართლმსაჯულების პროცესი. სასამართლომ მიიღო განაჩენი, მას აქვს მისჯილი შესაბამისი ვადა სასამართლოს მიერ. არავითარ პოლიტიკურ სარჩულს ამაში მე ვერ ვხედავ და სრულიად გამოვრიცხავ რაიმე სახის პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღებას. ცალკეული პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებული განცხადებები არის მათი აზრი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "მთავარის" თანადამფუძნებელს, გიორგი რურუას სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა გუშინ მიუსაჯა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო