„საქართველოს ბანკის“ ფულბრაიტის სტიპენდიატი უკვე ცნობილია

“საქართველოს ბანკის” ფულბრაიტის წლევანდელი სტიპენდიატი გუგა ბურდულია. გუგა “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფილადელფიაში, Temple University-ში ორი წლით გაემგზავრება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ “საქართველოს ბანკიდან” აცნობეს, ფულბრაიტის სტიპენდიის წლევანდელი გამარჯვებული სწავლას კომპიუტერულ მონაცემთა მეცნიერების პროგრამაზე გააგრძელებს. ის აშშ–ში მომავალ სასწავლო წელს გაემგზავრება.

მათი ინფორმაციით, წელს ფულბრაიტს სულ 10 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის ერთი „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიატია.

„განათლების მხარდაჭერა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ საუკეთესო განათლება. ამ მიზნით ბანკი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, აქტიურად არის ჩართული სასტიპენდიო თუ საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერაში. აშშ მთავრობასთან ერთად ფულბრაიტის სტიპენდიის დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა ყოველწლიურად ნიჭიერ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე მიიღონ დაფინანსება. ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშშ-ში უკვე გაემგზავრა 6 საუკეთესო სტუდენტი. წელს კი ჩვენი სტიპენდიატი - გიგა ბურდული ფილადელფიაში, Temple University-ში გაემგზავრება. გვინდა მივულოცოთ მას ეს გამარჯვება და ვუსურვოთ წარმატებები“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„საქართველოს ბანკისა“ და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება ჯერ კიდევ გრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე: https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-graduate-student-program-announcement/. აპლიკაციების მიღება ხვალ, 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება.

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს თბილისში აშშ საელჩო. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას მთელ მსოფლიოში. ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადამფინანსებელია „საქართველოს ბანკი“, განათლების საერთაშორისო ცენტრი და ჯორჯია კაპიტალი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო