საქართველოში წელს შიდსით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, წელს საქართველოში აივ ინფიცირების 314 შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან ანალოგიურ პერიოდში 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8 416 აივ ინფიცირებული პირი, მათ შორის 6283 მამაკაცია და 2133 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა, 1726 გარდაიცვალა.

„30 ივნისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5220. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 36.8 % (3099) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.9 % (4112) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.0 % (1008) - მსმ გზით; 1.3 % (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) - სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (47) - გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3128 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1156; შემდეგ იმერეთში -1011; აჭარაში -964; აფხაზეთში -527; კახეთში -415, ქვემო ქართლში - 481; შიდა ქართლში -308; გურიაში - 179; სამცხე-ჯავახეთში -112 და ა.შ.

2020 წელს გარდაიცვალა 76 აივ ინფიცირებული. მათ შორის 58 მამაკაცია და 18 ქალი. სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან. განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით: ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით _ 108 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით) სისხლის რეციპიენტი - 4 დაუდგენელი - 2“, - ნათქვამია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა