საქსტატი - 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 265 საავადმყოფო ფუნქციონირებდა, საწოლთა ფონდი კი 17.5 ათასს შეადგენდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 265 საავადმყოფო ფუნქციონირებდა, საწოლთა ფონდი კი 17.5 ათასს შეადგენდა.

ამასთან, 2019 წელს საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 4.9 დღე შეადგინა ხოლო დატვირთვამ - 179.5 დღე.

„ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2 280 ერთეული შეადგინა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 13 470 ათასს გაუტოლდა, რაც 9.8 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31.7 ათასი ექიმი (ძირითადი პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 748 ერთეულით (2.4 პროცენტით) აღემატება“,-აღნიშნულია ანგარიშში.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით 8.8 პროცენტით გაიზარდა დასაქმებული საექთნო პერსონალის რიცხოვნობა და 19 613 კაცი შეადგინა.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა, დაავადებათა ძირითადი ჯგუფების უმეტესობაში, შემცირების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების რაოდენობა შემცირდა 7.4 პროცენტით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების - 13.5 პროცენტით, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების - 12.3 პროცენტით, შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობების - 21.6 პროცენტით, ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის - 0.3 პროცენტით, პერინატალურ პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის - 30.3 პროცენტით, ხოლო თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები შემცირებულია 36.4 პროცენტით.

„ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების (რომელზეც მოდის დაავადებათა 32.8 პროცენტი), ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა (17 პროცენტი) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (7.9 პროცენტი) ავადმყოფობები”,-აღნიშნულია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო