ვიეტნამში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა და ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა

ვიეტნამში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ვიეტნამისთვის.

აღსანიშნავია, რომ 45-ვე ახალი შემთხვევა საკურორტო ქალაქ დენანგში გამოვლინდა, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასულ კვირას, ბოლო 3 თვეზე მეტი ხნის მანძილზე პირველად დადასტურდა.

ვიეტნამი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა მსოფლიოში. ქვეყანაში, საერთო ჯამში, ინფიცირების 509 შემთხვევაა დადასტურებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა