გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, დაკავებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ, ბრალდების მხარე კი, მათ კვლავ პატიმრობაში დარჩენას. საქმის პროკურორის, ნიკოლოზ სანიკიძის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები იმ ბრალდებას ადასტურებს, რაც დაკავებულებისთვისაა წარდგენილი.

დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, ის სასამართლოში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს.

„ამ მოსამართლეს ამ საქმესთან დაკავშირებით აზრი უკვე გამოთქმული აქვს და არასრულწლოვნებთან მიმართებაში ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენა, ის, რომ დღეს პატიმრობა შეიცვლება, ამის მოლოდინი არ გვაქვს. თუმცა, ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ზ.ხ.-ს უდანაშაულობა დავამტკიცოთ", -განაცხადა გელხაურმა.

მისივე თქმით, ზ.ხ. გიორგი შაქრაშვილს არ გაკიდებია.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს