ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებულ პატიმრობას გაასაჩივრებს

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე დაკავებული ირაკლი ღლონტის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებულ პატიმრობას გაასაჩივრებს.

„ჩავატარებთ ალტერნატიულ გამოძიებას, რომლის შედეგადაც დასაბუთდება უტყუარად, რომ არანაირ განზრახ მკვლელობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლ იარაღს“,- განაცხადა ადვოკატმა.

ლევან მახარაშვილმა სასამართლო სხდომის დროს მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ირაკლი ღლონტს მიმალვის მცდელობა არ ჰქონია.

„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა სხდომის წესრიგი დაარღვია, როდესაც პროკურორი საუბრობდა. რაღაც ფრაზა წამოიძახა, რის გამოც გააძევეს“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღლონტს სასამართლო სხდომის დარბაზი პროკურორისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო დაატოვებინეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამართალდამცველებმა ი.ღ. 2020 წლის 29 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა