ნათია მეზვრიშვილი - პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების კვლევის მიზანია, მოვახდინოთ გამოწვევების იდენტიფიცირება, რათა მსგავს კრიზისებს უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ

პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ფართომასშტაბიანი კვლევა საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაქირავებული ექსპერტების მეშვეობით განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება მიღწეულია როგორც USAID-თან, ისე გაეროს სააგენტოებთან.

„მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ დააანონსა პანდემიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ფართომასშტაბიანი კვლევა. ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და პრაქტიკულად მზად ვართ, კვლევა დავიწყოთ. შეთანხმებულები ვართ როგორც USAID-თან, ისე გაეროს ცალკეულ სააგენტოებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს დამოუკიდებელი, სწორედ ამიტომ, კვლევა განხორციელდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაქირავებული ექსპერტების მეშვეობით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, კვლევა მოიცავს კრიზისის მენეჯმენტს, სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზს პანდემიის დროს და ადამიანის უფლებებს.

„კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის კრიზისის მენეჯმენტი, სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი პანდემიის დროს და ადამიანის უფლებები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ გამოწვევების იდენტიფიცირება, რაც ამ პროცესში გვქონდა, მიუხედავად მიღწეული წარმატებისა და მომდევნო ტალღას, ისევე, როგორც მომავალში მსგავს კრიზისებს კიდევ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა