რომან გოცირიძე - პრეზიდენტი არის მოსიარულე, მოლაპარაკე და ახლა უკვე „მხატვარი საფრთხე“

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტის დროშის დამტკიცების შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ახალი ეპითეტი დაემატა და ის „მხატვარი საფრთხეა“.

გოცირიძის თქმით, „სალომე ზურაბიშვილმა დახატა რაღაც დროშა, რომელიც ეწინააღმდეგება ზოგადსახელმწიფოებრივ სიმბოლიკას და უკვე პოლიტიკური ქილიკისა და დაპირისპირების საგანი ხდება“.

„როგორ შეიძლება პრეზიდენტს ჰქონდეს საკუთარი დროშა? - დროშა არის ერთი, ეს არის სახელმწიფო დროშა. მისი გადაწყვეტილება ჯერ ერთი არის არაკონსტიტუციური და როდესაც პრეზიდენტზე ვიძახდით, რომ ის არის მოსიარულე საფრთხე, ანუ გადადგამს ფეხს და მერე მისი შეცდომები უნდა გამოასწოროთ, როდესაც ვამბობთ, რომ ის არის მოლაპარაკე საფრთხე, როდესაც ვამბობთ, რომ ის არის მწერალი საფრთხე, როდესაც რაიმე პოსტს დადებს და ხან ლიტერატურულად არის ჩასასწორებელი და ხან პოლიტიკურად, ახლა უკვე დაემატა ახალი ეპითეტი და ის არის მხატვარი საფრთხე. დახატა რაღაც დროშა, რომელიც უკვე ფაქტობრივად, ხდება პოლიტიკური ქილიკისა და დაპირისპირების საგანი და ასე ვთქვათ, ძალაუფლების შტოებში სეპარატულ კუნძულად წარმოაჩენს საკუთარ თავს და ეწინააღმდეგება ზოგადსახელმწიფოებრივ სიმბოლიკას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა. პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება საკანონმდებლო მაცნეზე გუშინ გამოქვეყნდა და ის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებულია.

ბრძანებულების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის დროშა უნდა დამტკიცეს საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად და დამტკიცდეს თანდართული სახით.

ბრძანებულების თანდართულ დოკუმენტში კი ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი.

„ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან“, - წერია თანდართულ დოკუმენტში, რომელსაც თან დროშის ფოტოსურათიც ახლავს.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს