აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - თუ სომხური მხარე პროვოკაციას განახორციელებს, აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ პასუხს გასცემს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილის საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გადასვლის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ თუკი „სომხური მხარე თავისი ბინძური ზრახვების მისაღწევად პროვოკაციას განახორციელებს, აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ პასუხს გასცემს“, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების პირველ ეშელონში განლაგებული სამხედრო ნაწილების მზადყოფნის მაღალ დონეზე გადასვლისა და უეცარი შემოწმების დაწყების მიზეზი სომხეთის მთავრობაში აზერბაიჯან-თურქეთის ერთობლივი წვრთნების გამო გაჩენილი შიშია. თუკი სომხური მხარე თავისი ბინძური ზრახვების მისაღწევად პროვოკაციას განახორციელებს, აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ პასუხს გასცემს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

მათივე თქმით, სომეხმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ თუკი ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება სურს, „სომხეთის ჯარმა აზერბაიჯანის ტერიტორია უნდა დატოვოს.“

ცნობისათვის, დღეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეფანიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეზე გადავიდა.

იხილეთ ვიდეო: აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - თუ სომხური მხარე პროვოკაციას განახორციელებს, აზერბაიჯანის არმია ადეკვატურ პასუხს გასცემს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა