გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის პაპა - ჩემი შვილიშვილი შაქარაშვილს თუ გაეკიდებოდა, დაეწეოდა კიდეც, ის არ უნახავს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს პაპის, გიორგი ხომასურიძის განცხადებით, თუკი, ზ.ხ. გიორგი შაქარაშვილს გაეკიდებოდა, დაეწეოდა კიდეც.

როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში ხომასურიძე აცხადებს, მისი შვილიშვილი ხიდის ეპიზოდში დევნაში მონაწილეობას იღებდა, რათა ის პირი ენახა, ვინც მისი მეგობარი, ვახტანგ ჩიქოვანი სცემა, თუმცა, ზ.ხ. მანქანასთან მალევე დაბრუნდა.

„ჩემი შვილიშვილი დაბადების დღეზე ვახტანგ ჩიქოვანს გაჰყვა, გარეთ ჩხუბი რომ მოხდა, იქ ჩემი შვილიშვილი არ მონაწილეობდა, დაკავებამდე 4 დღით ადრე მითხრა ეს. ჩიქოვანს რაღაც ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და თავი გაუტეხეს. ჩემი შვილიშვილი დევნაში მონაწილეობდა, გაქცეულებს მისდევდა, შაქარაშვილს არა, ის ტელევიზორში ნახა. 3 თუ 4 გარბოდა, ხიდზე გაიქცნენ, დავანებე თავი და მანქანაში მოვტრიალდიო, მერე დანარჩენებიც მოტრიალდნენო, მითხრა. ამირხანაშვილისთვის უკითხავს, შენი ძმაკავი სადაა, დაურეკე, წავიყვანოთო. იმისთვის მისდევდნენ, რომ ამოეცნოთ ვინ ცემა ჩიქოვანი, ის რომ ენახათ, არ მოკლავდნენ. ვკითხე ჩემ შვილიშვილს, კაცურად მითხარი, რომ გენახათ, რას იზამდი-მეთქი და ერთი-ორს წამოვარტყამდიო, მიპასუხა. ძმაკაცს თავი გაუტეხონ, მიცემონ, ასე სად ხდება? 20 მეტრის რადიუსშიც არ მივკარებივარ შაქარაშვილსო. ამირხანაშვილს თუ არ შეეხნენ, წყალი, სიგარეტი შესთავაზეს, არც იმას შეეხებოდნენ. როცა ეს დალოცვლი ჩამოვიდა თბილისში, პატრულის მანქანა რატომ არ გააჩერა და არ მოახსენა, ბიჭი იქაა დარჩენილი და შველა უნდაო? არაფერი შეეშალოთ ამათ, ჩვენ გაჭირვებული ხალხი ვართ, თვიდან თვემდე გადასახადებს ძლივს ვიხდით...არ მინდა ბიჭები ერთმანეთს გადაეკიდონ.

ჩემი შვილიშვილი შაქარაშვილს თუ გაეკიდებოდა, დაეწეოდა კიდეც, ის არ უნახავს", - აცხადებს ხომასურიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა