ჰონგ-კონგის საპარლამენტო არჩევნები 1 წლით გადაიდო

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჰონგ-კონგის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, 1 წლით გადაიდო,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლემმა განაცხადა, რომ ის არჩევნების გადასადებად საგანგებო უფლებას გამოიყენებს.

„ეს არის ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია,“- განაცხადა ჰონგ-კონგის ლიდერმა.

ცნობისათვის, ჰონგ-კონგში, ბოლო 10 დღის მანძილზე დღეში კორონავირუსის 100-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქალაქში „კოვიდ 19“ კიდევ 121 ადამიანს დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ჰონგ-კონგისთვის.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა