გიგა ბოკერია - საქართველოს მეგობრების ამოცანაა, ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ივანიშვილმა ქვეყანა მეტ შარში არ გახვიოს

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთებულია და ამის მაგალითია ის გზავნილები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ისმის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა პატიმრობიდან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოკერია ვარაუდობს, რომ ეს გზავნილები საერთაშორისო არენაზე ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.

„მთელი ეს გზავნილი, რომელიც ეს პერიოდი ყველას გვესმის, პირველ რიგში, ფიზიკურად ესმის ივანიშვილსა და მის გარემოცვას, ეს ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება. ეს არის საერთო სურათი, რომელსაც ჩვენი პარტნიორები ხედავენ და როგორც ქართული საზოგადოების, ასევე მათ შეშფოთებას იწვევს, თუ საით მიყავს ივანიშვილს ქვეყანა. ბოლომდე მათ იგნორირებას ის ვერ ახერხებს, ამის მაგალითია ქართული საზოგადოების წნეხთან ერთად ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ მიგვეღო ის საარჩევნო მოდელი, რომელიც მას არ სურდა და პოლიტპატიმრის ნაწილის გათავისუფლება მოუწია, მაგრამ მაინც ვირეშმაკობს და ეს ვირეშმაკობა საზიანოა ქვეყნისთვის. საქართველოს მეგობრების ამოცანაა, ამ ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ივანიშვილმა ქვეყანა მეტ შარში არ გახვიოს. სწორედ ამას ემსახურება ეს გზავნილები.

ჩვენ გვაინტერესებს შედეგები, რურუა უნდა იყოს თავისუფალი, ძალადობის არც ერთი ფაქტი აღარ უნდა გვქონდეს. თუ ის ამ გზას გააგრძელებს იმის შიშით, რომ ძალაუფლებას დაკარგავს, ეს შიში რაციონალურია, რადგან ამ ძალაუფლებას დაკარგავს. ამით თავს ვერ გადაირჩენს, მაგრამ შარი ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტი იქნება, ვიდრე მთელი ამ წლების განმავლობაში იყო "-განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა