ირაკლი კობახიძე უცხოელი პოლიტიკოსების მიერ რურუას შესახებ განცხადებაზე - მიუღებელია ნებისმიერი განცხადება, რომელიც  მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუღებელია ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. ამის შესახებ კობახიძემ უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

“ჩვენ გულდაწყვეტით უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგები როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ასეთი კომენტარი შეგვიძლია გავაკეთოთ შესაბამის განცხადებებზე, რომელიც კეთდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან რურუას საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და რა თქმა უნდა, ასევე ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდნენ საქართველოს პარტნიორები.​

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა