ლელა ბაქრაძე - „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენაზე კვლევა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, რათა გააუმჯობესოს მზაობა პანდემიებისთვის

ეს კვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რომ ძალიან კონკრეტული რეკომენდაციები იყოს შემუშავებული არა მხოლოდ იმისათვის, თუ როგორ მოემზადოს ქვეყანა უკეთესად შემდგომი და შესაძლო დიდი კრიზისებისათვის, როგორიც არის მაგალითად პანდემია, არამედ უფრო ღრმად შეხედოს იმ უთანასწორობას, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს, შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებების საშუალებით გამოასწოროს და გააუმჯობესოს არა მხოლოდ მზაობა პანდემიებისთვის, არამედ კიდევ უფრო ააჩქაროს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარება, - ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ ფართომასშტაბიან კვლევაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით დაიწყო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ლელა ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ მდგრადი განვითარება შეუძლებელია უთანასწორობის დაძლევის გარეშე და ამ თვალსაზრისით კვლევას შორს მიმავალი შედეგები ექნება.

„ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის, როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვხედავთ, კვლევა გააკეთებს სპეციალურ აქცენტს მოწყვლად ჯგუფებზე, ისეთ ჯგუფებზე, რომელთა სიტუაცია შეიძლება ადრე არც კი ყოფილა კარგად გამოკვლეული სოციალური და ეკონომიკური უფლებების თვალსაზრისით, მაგალითად, როგორიც არის ხანდაზმულები, ახალგაზრდები და განსაკუთრებით ახალგაზრდების მოწყვლადი ჯგუფები, როგორიც არის შეზღუდული უნარის მქონე ახალგაზრდები, ახალგაზრდები ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებიდან და ა.შ. და სხვა მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფები. მდგრადი განვითარება შეუძლებელია უთანასწორობის დაძლევის გარეშე და ამ თვალსაზრისით, ჩვენ გაცილებით უფრო ფართოდ ვუყურებთ ამ კვლევას და ვფიქრობთ, რომ მას შორს მიმავალი შედეგები ექნება“, - აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა