გიორგი ვაშაძე - „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის 8-წლიანი მმართველობის შედეგად, ხალხს შემოსავალი შეუმცირდა, ფასები მკვეთრად გაიზარდა

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ნავთლუღის ბაზრობაზე მოვაჭრეებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, საქართველოში მოსახლეობას ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს და სიღარიბის დასამარცხებლად საჭიროა გაერთიანება და აღმშენებლობის დაწყება.

„დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის 8 - წლიანი მმართველობის შედეგად, ხალხს შეუმცირდა შემოსავალი, ფასები მკვეთრად გაიზარდა 70%-ით და ფაქტობრივად მოსახლეობა არის მშიერი, გრამობით ყიდულობენ საჭმელს.

ამიტომ ვამბობ, რომ დავიწყოთ აღმშენებლობა და დავასრულოთ სიღარიბე ქვეყანაში. არც ერთი პირობა „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას არ შეუსრულებია საქართველოში, გარდა თავისი ნათესავებისა, რომლებსაც ასაქმებს აბსოლუტურად ყველგან. ხალხი სამსახურს კარგავს, 45 000 სამუშაო ადგილია ქვეყანაში შემცირებული, ფასები 70%-ით არის გაზრდილი, ბაზარში მყიდველიც კი არ არის იმიტომ, რომ ხალხს ფული არ აქვს, შიმშილი უნდა დავასრულოთ და ამისათვის უნდა გავერთიანდეთ",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო