გიგა ბოკერიას შეფასებით, ერთიან კანდიდატებზე შეუთანხმებლობა, პირველ და მეორე ტურს შორის "შარიანი, სულელური და ნევროზული“ ნაბიჯების რისკებს ზრდის

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, თბილისში მაჟორიტარებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა შეძლოს.

"თბილისში მიღწეული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია და ის არავის მხრიდან არ დაირღვევა. რაც შეეხება რეგიონებს, "ევროპული საქართველოს" პოზიცია ყველასთვის ცნობილია. გონივრულად მიგვაჩნია საკვანძო ოლქებში შეჯერება არა მხოლოდ "ევროპულ საქართველოსა" და "ნაციონალურ ნოძრაობას" შორის, არამედ სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს შორის მაჟორიტარი კანდიდატების, რადგან ეს შეამცირებს შარის რისკებს ქვეყნისთვის. გვინდა, რომ გადავიზღვიოთ თავი. სამწუხაროდ, "ნაციონალურ მოძრაობას" ეს ხედვა არ აქვს. მიუხედავად ამისა, თბილისის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია პირველ ტურში. "ევროპული საქართველო" იწყებს კამპანიას, ჩვენ გვექნება ჩვენი კანდიდატების წარდგენა სულ მალე. ჩვენთვის საკვანძო არის, რომ ყველა ამომრჩეველი მოვიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა არა მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ მისცეს ხმა იმ ხედვას, რომელიც ოპოზიციას ეხება“, - განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას მოლოდინი, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან"

რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებას მიაღწევს, ბოკერიამ უპასუხა, რომ "ნაცმოძრაობას" ეს არ სურს.

"სამწუხაროდ, მათი პასუხი მოვისმინეთ, რომ არ გვაინტერესებს ესო, მერე ურთიერთსაწინააღმდეგო და არაგონივრული არგუმენტები მოვისმინეთ, ჩვენ ყველგან წინ ვართო, მსხვილი ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ მათი ხმები საკმარისი არ არის. თუმცა, ჩვენ მოვუსმინეთ, თბილისში გვაქვს შეთანხმება და დაწყებულია კამპანიის აქტიური ფაზა“, - განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, რამდენად ზრდის ოპოზიციას შორის შეუთანხმებლობა იმის რისკს, რომ არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, ბოკერიამ უპასუხა, რომ ამ მხრივ რისკებს არ ზრდის.

"შარიანი, სულელური, მავნებლობის და ნევროზული ნაბიჯების რისკებს ზრდის პირველ და მეორე ტურს შორის", - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა