„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მიზნით, ბანკის, “აწარმოე საქართველოს“ და „ზოდის“ ქვის საწარმოს პარტნიორობით კომპანიამ შემდგომი განვითარების მიზნით, რამდენიმე დაზგა-დანადგარი შეიძინა. განხორციელებული ინვესტიცია კომპანიას მისცემს შესაძლებლობას გადაამუშაოს მთის ლოდები და საბოლოო პროდუქციის სახით ბუნებრივი ქვის ფილები (გრანიტი, ბაზალტი, კირქვა, დიაბაზი და ტუფი) აწარმოოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, „ზოდიმ“ 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ქართული ბუნებრივი ქვების (გრანიტი, ტუფი, დიაბაზი, ბაზალტი, კირქვა) საწარმოს გახსნის იდეის განხორცილება. „ზოდის“ ქართული ქვის საწარმოში იწარმოება მაღალი ხარისხის და კონკურენტული ფასის ქართული ქვები. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 000 000 ლარია, რომლიდანაც 2 500 000 ლარი დაფინანსებულია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. საწარმო, რომელიც 9200 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული აღჭურვილია იტალიური, თურქული და ჩინური თანამედროვე დანადგარებით, მისი წლიური წარმადობა 50 000 მ2ია. საწარმოში დღეის მდგომარეობით 30მდე ადამიანია დასაქმებული.

მათივე ინფორმაციით, პოსტპანდემიურ პერიოდში, მიუხედავად ეკონომიკურ-სოციალური კრიზისისა, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ზოდიმ“ საცალო ქსელი გააფართოვა. კერძოდ, 2020 წლის ივლისში, „ზოდის“ ქსელს კიდევ ერთი ფილიალი, ამჟამად ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე შეემატა.

„საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ ქოქოსაძე აცხადებს, რომ პროექტში „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მონაწილეობის თანხა ორ მილიონზე მეტ ლარს შეადგენს.

„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა და მისი სამომავლო განვითარების ხელშეწყობა. „საქართველოს ბანკი“ ცდილობს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნეს გარემოს წახალისებასა და ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ.

შეგახსენებთ, „ზოდი“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. კომპანიის ძირითადი მიმართულებები შიდა და გარე კარების, ბუნებრივი ქვების, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაციაა. საქართველოში „ზოდი“ 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დასაქმებული ჰყავს 230-მდე ადამიანი და ყოველდღიურად საშუალოდ 350 მომხმარებელს ემსახურება. „ზოდის“ საკუთრებაშია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ოსტატებით დაკომპლექტებული ქვის საამქრო, სადაც უახლესი დაზგა-დანადგარებით მზადდება ბუხრები, სამზარეულოს ზედაპირები, ფანჯრის რაფები, ბარის ზედაპირები, კიბის საფეხურები, იატაკის მოსაპირკეთებელი ფილები და სხვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა