დიმიტრი პესკოვი - მოსკოვი ბელარუსში დაკავებული რუსეთის მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებას ელოდება

მოსკოვი ბელარუსში დაკავებული რუსეთის მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებას ელოდება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მხარისთვის ჯერ კიდევ არ მოუწოდებიათ ინფორმაცია, რომელიც აღნიშნული მოქალაქეების დაკავებას გაამართლებდა. „ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დროში ჩვენი მინსკელი კოლეგები გაარკვევენ ამ ინციდენტს და რუსეთის მოქალაქეებს გაათავისუფლებენ“, - განაცხადა პესკოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის 33 მოქალაქის დაკავება მოკავშირეთა ურთიერთობების პარამეტრებს არ შეესაბამება. პესკოვის მტკიცებით, რუსეთის მოქალაქეები ბელარუსიდან მესამე ქვეყანაში გამგზავრებას გეგმავდნენ და მათ კანონი არ დაურღვევიათ.

„ახლა შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ რუსეთის მოქალაქეები ბელარუსში ტრანზიტით იმყოფებოდნენ, მესამე ქვეყანაში გაფრენას აპირებდნენ და მათი იქ ყოფნა არც ბელარუსთან და არც მის საშინაო საქმეებთან დაკავშირებული არაა. მათ სტამბოლის ბილეთები ჰქონდათ. არც უკანონო საგნები ჰქონიათ და არც კანონი დაურღვევიათ,“- განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, 29 ივლისს, ბელარუსმა სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ დედაქალაქ მინსკში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33 დაქირავებული მებრძოლი დააკავეს. მათი განმარტებით, ფლობდნენ ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი მებრძოლის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით შესვლის შესახებ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა