„ალდაგის“ კონკურსის 26 გამარჯვებულს საჩუქრად ავტო ოპტიმუმის ერთწლიანი უფასო პოლისი გადაეცა

„ალდაგის“ საჩუქრებით სავსე 30 დღე ნელ-ნელა დასასარულს უახლოვდება - დარჩენილი 5 გამარჯვებული მომდევნო დღეებში გამოვლინდება. 26 გამარჯვებულის ვინაობა უკვე ცნობილია და მათ „ალდაგისგან“ საჩუქრად უკვე მიიღეს ავტო ოპტიმუმის ერთწლიანი უფასო პოლისი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ალდაგიდან“ აცნობეს.

„კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და ავტოდაზღვევის მოსაგებად გადადით ბმულზე, ჩაწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და ემოჯიების საშუალებით მოყევით თქვენი სახალისო საგზაო თავგადასავალი. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს, ვისაც აქვს მართვის მოწმობა და ფლობს მსუბუქ ავტომობილს.

თუ არ გაგიმართლებთ და ავტოდაზღვევას ვერ მოიგებთ - საჩუქარი თქვენთვისაც გვაქვს! - 4 აგვისტოს ჩათვლით, შეიძინეთ ავტო ოპტიმუმის ერთწლიანი პოლისი და ალდაგი 30 დღეს უფასოდ გაჩუქებთ.

ავტო ოპტიმუმი ალდაგის ახალი პროდუქტია, რომელიც სტანდარტული ავტო-დაზღვევის მსგავსად, ისეთ რისკებს ფარავს, როგორებიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, ხანძარი, ქურდობა, აფეთქება და სტიქიური უბედურებები. ოპტიმუმი იდეალური დაზღვევაა მათთვის, ვისაც ავტომობილის დაზღვევა დიდი ხარჯებისგან უნდა.

გააქტიურდით და გაგვიზიარეთ თქვენი სახალისო ისტორიები ემოჯიებით! „,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა