ბორის ჯონსონმა COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპის გადადება გადაწყვიტა

დიდი ბრინტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ის კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპს ყველაზე ცოტა, ორი კვირით გადადებს, რისი მიზეზიც COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდაა. ამის შესახებ „როიტერსი" იტყობინება.

„იმედი გვქონდა, რომ შაბათს, პირველ აგვისტოს ინგლისში მაღალი რისკის ისეთ ობიექტებს გავხსნიდით, რომელიც აქამდე დახურული იყო. დღეს ვშიშობ, რომ ამ ცვლილებებს მინიმუმ, ორი კვირით გადავდებთ", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე ჯონსონმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იცის, თუ როგორი დარტყმა იქნება ბევრი ადამიანისთვის ასეთი ნაბიჯი, რის გამოც წუხს.

„ამის გამო ძალიან ვწუხვარ, თუმცა ჩვენ უბრალოდ, არ შეგვიძლია გარისკვა", - აღნიშნა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო