პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა, USAID/Georgia-ს რეგიონული კონტრაქტ-ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ დებორა პერლმანმა და ნატოსა და ეროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნეს. მათი ინფორმაციით, თემაზე „საქართველოს ევროპული არჩევანი და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია“ პანელური დისკუსია გაიმართა და „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციის შემდგომ, პროექტის შედეგებზე იმსჯელეს.

„სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოხალისე ტრენერებმა მოქალაქეებს, რომელთათვისაც სახელმწიფო ენის ცოდნა ჯერ ისევ ბარიერს წარმოადგენს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესიდან მომდინარე დაანახეს სარგებელი ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, განათლების და სხვა მიმართულებით. შესაბამისად, დაანახეს პერსპექტივები, რომლებიც ჩვენ ქვეყანას განვითარებისათვის გააჩნია.

ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში - ახალგაზრდებმა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 3 რეგიონის, 17 მუნიციპალიტეტის, 83 სოფელში, 88 ტრენინგი ჩაატარეს. და საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს 1700-მდე მონაწილეს"-აღნიშნულია ინფორმაციაში. "ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ტრენინგები და შეხვედრები ტარდებოდა ორ ენაზე, სახელმწიფო და მშობლიურ ენაზე. რამდენადაც ჯგუფის მონაწილეები ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან. შეხვედრები ორიენტირებული იყო პოზიტიური შედეგების დანახებაზე, ამავდროულად იმ რისკებთან დაკავშირებით, რომელსაც "ჰიბრიდული ომი" ყოველ წუთს ახვედრებს ჩვენს თანამოქალაქეებს, ვისაც სახელმწიფო ენის პრობლემა აქვს. მინდა გითხრათ, რომ პროექტი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ახალგაზრდების მუშაობამ საუკეთესო შედეგი გამოიღო, ვინაიდან, ის ადამიანები, ვისაც ხვდებოდნენ, თავად გახდნენ განმანათლებლები საკუთარ ოჯახებში, სოფლებში და იმ საზოგადოებაში, რომელსაც ისინი ხვდებიან. შედეგად მივიღეთ ის, რომ უფრო მეტი ადამიანია ინფორმირებული ევროპული არჩევანის სარგებლიანობის თაობაზე და უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდა ნდობა იმ პროცესების მიმართ, რასაც სახელმწიფო ახორციელებს”, - განაცხადა ლია გიგაურმა.

„პროექტი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ 2017 წლის ოქტომბრიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID და საქართველოს გაეროს ასოციაციის UNAG „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის PITA პროგრამასთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და დასავლური ღირებულებების გაცნობაა. ის მოიცავდა ორ ეტაპს: მონაწილეთა გადამზადებას და გადამზადებული მონაწილეების/თანატოლგანმანათლებლების მიერ მოხალისეობრივ საფუძველზე შეხვედრების ჩატარებას - სკოლის ადმინისტრაციასთან, მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, თემის ლიდერებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში"-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ციტადელი“ მომხმარებელს ახალ შოურუმში ეპატიჟება
როგორ ვისარგებლოთ თიბისი ფეის აპლიკაციით
კრედო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშესაწყობად 36 მილიონი ლარის მოცულობის საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა