სასაზღვრო პოლიციას ოთხმოცი ფოტო-ხაფანგი, სასაზღვრო პოლიციის კავშირგაბმულობის სისტემებისა და ანძების მომსახურების საშუალებები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინაციითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, ოთხმოცი ფოტო-ხაფანგი, ასევე, სასაზღვრო პოლიციის კავშირგაბმულობის სისტემებისა და ანძების მომსახურების საშუალებები გადმოეცა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღჭურვილობის განახლება „საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფის“ პროექტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტი, კავშირგაბმულობის სისტემებისა და ანძების მომსახურების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების გადამზადებასაც მოიცავდა.

„სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ ტექნიკური საშუალებები პირადად დაათვალიერა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, საქართველოს მისიის ხელმძღვანელ სანია ჩელებიც ლუკოვაკს და პროგრამის მენეჯერ მარკ ჰულსტს, სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თემურ კუპატაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ეკატერინე მაჭავარიანი დაესწრნენ.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, საზღვრის მართვის განვითარებისა და სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება”, - აღნიშნავენ უწყებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს