გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, არაფერი განსაკუთრებული იმაში არ არის, რომ თამარ ღვამიჩავა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის შემდეგ, პირველ სხდომაზე არ გამოცხადდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, არაფერი განსაკუთრებული იმაში არ არის, რომ თამარ ღვამიჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის შემდეგ, საბჭოს პირველ სხდომაზე არ გამოცხადდა.

მისივე თქმით, საბჭოს წევრები სხვადასხვა მიზეზით სხდომებს პერიოდულად არ ესწრებიან.

„ეს იყო პირველი სხდომა თამარ ღვამიჩავასთვის. ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ წევრები სრული შემადგენლობით არ არიან წარმოდგენილი საბჭოში, ამიტომ ეს არ არის განსაკუთრებლი შემთხვევა. სხვადასხვა წევრი, სხვადასხვა მიზეზით პერიოდულად არ ესწრება სხდომას. დღესაც, ქალბატონი თამარის გარდა კიდევ ორი წევრი არ ესწრებოდა, თუმცა ამაზე არავინ არ ამახვილებს ყურადღებას. ბუნებრივია, შეიძლება ინტერესი იყო იმის გათვალისწინებით, რომ პირველი სხდომა იყო და მოლოდინი ჰქონდა საზოგადოებას, თუმცა მე ვფიქრობ, რომ აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის”,- განაცხადა მიქაუტაძემ.

რაც შეეხება ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებებს, რომ თამარ ღვამიჩავას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთან ნათესური კავშირი აქვს, მიქაუტაძე აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

მისივე თქმით, ჯანეზაშვილი „ინტრიგების ძიებაშია”.

„ქალბატონი ნაზი ყოველთვის გამოთქვამს ხოლმე რაღაც ვარაუდებს, მაგრამ ეს ვარაუდები ხშირ შემთხვევაში არ მართლდება. არ შეიძლება ასეთი სუბიექტური ვარაუდების გამოთქმა და არანაირი მტკიცებულების, არანაირი საფუძვლის და არანაირი ფაქტობრივი გარემოების მოშველიება არ ხდებოდეს ამ დროს“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრი თამარ ღვამიჩავა მისი ოფიციალურად წარდგენის შემდეგ საბჭოს პირველ სხდომას არ დაესწრო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს