პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცების შესახებ ბრძანებულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ" სახელმწიფო დაწესებულებებს ავალდებულებს 2022 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცონ, ან გადაამტკიცონ სიმბოლოები, რომლებიც შექმნილია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმების გარეშე.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.

საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ შექმნა დროშის სამი პროექტი, რომლიდანაც საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთი დაამტკიცა.

საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცებული ნიმუშის გამოსახულებისა და აღწერილობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სტანდარტი“,-აღნიშნულია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს