თეონა აქუბარდია - აუცილებელია ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ამერიკის ელჩის განცხადება კონგრესმენებთან დაკავშირებით

„სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდს მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ამერიკის ელჩის განცხადება კონგრესმენებთან დაკავშირებით,- ამის შესახებ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერმა, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

თეონა აქუბარდია ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

„ჩვენ აქამდე ვხედავდით, იყო განცხადებები, რომ ეს არის ერთი კონგრესმენი, ლობისტები, დღეს ვნახეთ ამ განცხადებით, რომ მნიშვნელოვანია გათვალისწინება ყველა იმ წუხილის, რომელიც კონგრესმენებს გააჩნიათ საქართველოსთან დაკავშირებით.

ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ის წუხილი, რომელიც არის საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებით, აზიანებს თითოეულ მოქალაქეს, ხელს უშლის ინვესტიციების შემოდინებას. შესაბამისად, ამით ზიანდება თითოეული მოქალაქე და ჩვენი სტრატეგიული ინტერესები.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას, ყურად იღოს ის წუხილები, რომელიც შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით არის. ყურად იღოს ელჩის მოწოდება და რეალურად გაატაროს თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების დაპირება იმისთვის, რომ ჩვენ ერთად შევძლოთ ყველა იმ მიზნების შესრულება, რომელიც აქვს საქართველოს“, - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებელის" სპიკერი თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, აშშ- ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა რომ მნიშვნელოვანია, ნებისმიერი მესიჯი, თუ სხვა სახის განცხადება, რომელიც მოდის კონგრესის წევრებისგან, აღქმული იყოს სერიოზულად.

აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო