ბადრი ჯაფარიძე - საქართველოში აღარ უნდა გვყავდეს პოლიტიკური ნიშნით და გაყალბებული მტკიცებულებებით დაპატიმრებული ადამიანები

საქართველოში აღარ უნდა გვყავდეს პოლიტიკური ნიშნით და გაყალბებული მტკიცებულებებით დაპატიმრებული ადამიანები, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც ის გიორგი რურუას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ბადრი ჯაფარიძე სენატორ რიშის გზავნილსაც ეხმაურება, რომელიც სალომე ზურაბიშვილს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენი მეგობრები ამერიკიდან და ევროპიდან ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ გიორგი რურუას სასამართლო პროცესი პოლიტიკური ნიშნითაა წარმოებული. ეს არის 8 მარტის შეთანხმების დარღვევა. „ქართულ ოცნებას“ უნდა გამოეყენებინა ეს თემა იმის დემონსტრირებისთვის, რომ ისინი იცავენ 8 მარტის შეთანხმებას, თუმცა მათ კიდევ ერთხელ გამოიჩინეს სისუსტე და სასამართლომ 4 - წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა გიორგი რურუას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ლელოს“ გენერალური მდივნის თქმით, ეს არის დემონსტრირება, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ის ძალა, შეძლოს, ამაღლდეს საკუთარ შიშებზე.

„ქართულ ოცნებას“ არ აქვს ის ძალა, რომ ბოლომდე შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება. ამიტომ მოწოდებები, რომელიც გვესმის სენატორ რიშისგან, გვესმის ანდრიუს კუბილიუსისგან, ემსახურება იმას, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას და ჩვენ არასდროს აღარ ვნახოთ საქართველოში გაყალბებული მტკიცებულებებით და პოლიტიკური ნიშნით დევნილი და დაპატიმრებული ადამიანები“, - აცხადებს ჯაფარიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა