აშშ პოლონეთში 1 000 ჯარისკაცს განათავსებს

აშშ პოლონეთში 1 000 ჯარისკაცს განათავსებს, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანაში სულ მცირე 1 000 ჯარისკაცი განთავსდება. გვეყოლება ამერიკული სარდლობა პოლონეთში, რომელიც ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ განლაგებულ ჯარებს გაუწევს ხელმძღვანელობას, ”- განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 12 000-მდე ჯარისკაცს გაიყვანს. მისივე თქმით, დაახლოებით 5,600 სამხედრო მოსამსახურე ნატო-ს წევრ ქვეყნებში გადანაწილდება, 6,400 ჯარისკაცი აშშ-ში დაბრუნდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო