კელი დეგნანი - პრეზიდენტის პრეროგატივაა შეიწყალებს თუ არა გიორგი რურუას, წინა ჯერზე გაბედული ნაბიჯი გადადგა, რომელიც მიმართული იყო სიტუაციის დეპოლარიზაციისკენ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პრეზიდენტის პრეროგატივაა შეიწყალებს თუ არა "მთავარი არხის" ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტმა წინა ჯერზე საკმაოდ გაბედული ნაბიჯი გადადგა.

"პრეზიდენტის პრეროგატივაა შეიწყალებს თუ არა გიორგი რურუას. პრეზიდენტმა გადადგა გაბედული ნაბიჯი წინა ჯერზე, რომელიც მიმართული იყო სიტუაციის დეპოლარიზაციისკენ საქართველოში. საბოლოოდ, პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, ამ შეთანხმების თანახმად მხარეებმა დადეს პირობა, რომ არ იქნება ჩარევა სასამართლო სისტემაში. რა თქმა უნდა, ამ პირობას არ აქვს რაიმე კონკრეტულო ვადა" , - განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო