შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 აგვისტოსთვის გადაიდო

გარდაცვლილ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მტკიცებულებების დასაშვებობის ეტაპზე გადაიდო.

სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 5 აგვისტოს, 14:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გადაისინჯა დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რომელიც მოსამართლე სოფიო ლეჟავას გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა.

საქმის პროკურორის, ნიკოლოზ სანიკიძის განცხადებით, ცალკე გამოყოფილ საქმეზე, რომელიც მკვლელობის ნაწილს ეხება, მსჯელობა შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„სასამართლომ იმსჯელა პატიმრობის ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით და პატიმრობა ყველა ბრალდებულის მიმართ ძალაში დარჩა. მომდევნო სასამართლო სხდომაზე სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს და ასევე, საქმის არსებითი განხილვაზე გადაცემის თაობაზე.

რაც შეეხება მკვლელობის ნაწილს, აღნიშნულ ნაწილში გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. შემაჯამებელი გადაწყვეტილების თაობაზე მსჯელობა შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა სანიკიძემ.

დაკავებული 6 არასრულწლოვნიდან ბრალს არცერთი აღიარებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა