გერმანია მოქალაქეებს ურჩევს, ესპანეთის სამ რეგიონში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას ურჩია, კორონავირუსის შემთხვევების გამო ჩრდილოეთ ესპანეთის სამ რეგიონში - კატალონიაში, ნავარასა და არაგონში ტურისტული ვიზიტებისგან თავი შეიკავონ.

გერმანიის ჯანდაცვის სააგენტომ, რობერტ კოშის ინსტიტუტმა, ესპანეთის აღნიშნული სამი რეგიონი მაღალი რისკის მქონე ადგილების ჩამონათვალში შეიტანა, რაც ნიშნავს, რომ ამ რეგიონებიდან დაბრუნებულ გერმანიის მოქალაქეებს ან 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, ან - კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენა.

გერმანიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 870 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მაისის შუა რიცხვების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

ქვეყანა გეგმავს, მომავალი კვირიდან კორონავირუსის ტესტების გაკეთება აეროპორტებში ყველა ისეთი დამსვენებლისთვის გახადოს სავალდებულო, რომლებიც მაღალი რისკის მქონე ადგილებიდან ბრუნდებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო