სრულიად საქართველოს მუფტი - არაფერს დავიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაში

მუსლიმები ყურბან ბაირამს - მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს უმასპიძლა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

პრემიერთან შეხვედრას ესწრებოდნენ: პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ბერდია სიჭინავა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი, ადამ შანთძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, იასინ ალიევი, ჯავახეთის მუფტი, მამუკა ვაშაყმაძე, ქვემო ქართლის მუფტი, ჯემალ ადაძე, კულტურულ-საგანმანათლებლო-რელიგიური ცენტრის, „ალულბეითის" ხელმძღვანელი, ფაიგ ნაბაევი, რელიგიური საბჭოს წევრები: ეტიბარ ემინოვი, ვიდადი კურბანოვი, გადირ ალიევი და ოქტაი ისაევი.

პრემიერ-მინისტრმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამი მიულოცა და ხაზი გაუსვა იმ განსაკუთრებულ ურთიერთობებს, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რელიგიებს შორის რომ ჩამოყალიბდა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მუსლიმ მოსახლეობასა და მათ სულიერ ლიდერებს.

„ჩვენი ქვეყნის სიძლიერე ჩვენს მრავალფეროვნებაშია. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვზრუნავდით და მომავალშიც ვიზრუნებთ ჩვენს ამ მრავალფეროვნებაზე. ჩვენი მუსლიმანი ძმები არიან, ჩვენი ძმები ისევე, როგორც საქართველოს ყველა სხვა მოქალაქე. ჩვენ ერთად ვაშენებთ ამ ქვეყანას, ერთად ვზრუნავთ და ვშრომობთ ამ ქვეყნის მომავლისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას ვაკეთებთ ერთად, წარმატებით და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის რწმენას და ასე ერთობლივად ავაშენოთ ეს ქვეყანა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც სრულიად საქართველოს მუფტმა აღნიშნა, არაფერს დაიშურებენ, იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შეიტანონ ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაში.

„მოხარული ვართ, რომ თქვენი ხელისუფლების პერიოდში ტრადიციად ჩამოყალიბდა სტუმარ-მასპინძლობა, რაც გვახარებს და მეტ მოტივაციას გვაძლევს. ჩვენც არაფერს დავიშურებთ იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაში. ჩვენ ძალიან დიდი ტრადიციის, ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანა ვართ. საუკუნეების განმავლობაში ამ ქვეყანაში ხელიხელჩაკიდებული ძმურად, ჰარმონიულად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნოსის და აღმსარებლობის ადამიანები და ყველას საკუთარი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ეს დღესაც ასეა. ამ ქვეყნის ყველა მუსლიმი მოქალაქე გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით და ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი წილი აგური დავდოთ ამ ქვეყნის როგორც დემოკრატიული განვითარებისთვის, ისე ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შექმნისათვის", - განაცხადა სრულიად საქართველოს მუფტმა, ადამ შანთაძემ.

შეხვედრის ბოლოს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიულოცა სტუმრებს ყურბან-ბაირამი, წარმატებები და კეთილდღეობა უსურვა მათ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა პრემიერ-მინისტრთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა